
კურსის შესახებ
მიზანი
HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
კურსის ფარგლებში მონაწილეები რეალურ HR პროცესებზე დაფუძნებულ ამოცანებზე მუშაობით შექმნიან HR ადმინისტრირების სისტემის მოდელს. Excel-ისა და Google Sheets-ის დახმარებით გაამარტივებენ მონაცემთა მართვას და შეამცირებენ ხელით სამუშაოს, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნილი ავტომატიზებული სისტემა ეფექტურად გამოიყენონ და დანერგონ სამუშაო გარემოში.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ
- HR ადმინისტრირების პროცესების სწორად ორგანიზებასა და მართვას;
- HR პროცესების სტრუქტურირებულად დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას;
- HR პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
- შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების სტრუქტურირებას და დოკუმენტაციის სისტემატიზაციას;
- თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მართვას რეგულაციების გათვალისწინებით;
- სამუშაო დროის, დასწრებისა და შვებულებების აღრიცხვასა და კონტროლს;
- HR ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების სწორად შედგენას (ბრძანებები, განცხადებები და სხვ.)
- შრომითი ურთიერთობების ცვლილებებისა და შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირებას;
- Excel-ისა და Google Sheets-ის გამოყენებას HR მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავებისთვის;
- HR ადმინისტრირების პროცესების ავტომატიზაციას შესაბამისი ფაილების შექმნით;
- Payroll პროცესთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებასა და შესაბამისი კალკულაციების შესრულებას HR ადმინისტრირების ფარგლებში.
ლექტორები
ლელა კეკუა
- ლელა კეკუა – ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- მისი კარიერა ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანია „Caucasus Online“-ში დაიწყო შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე;
- მუშაობდა ასევე კომპანია „ICR“-ში, ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
- მომსახურების სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს;
- „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით;
- უმუშავია „აჭარა ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის პოზიციაზე;
- ამ ეტაპზე ლელა წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია „IBA Group“-ს საქართველოს ოფისს;
- ლელასთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი განვითარება, ასევე სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება, მათი პროფესიული ზრდისა და სირთულეების გადალახვის ხელშეწყობა.
სოფო კაჭარავა
- ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
- იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
- მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
- აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.
გელა ჩიღოშვილი
- გელა ჩიღოშვილი არის იურისტი და შრომის სამართლის ექსპერტი, რომელსაც აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- მისი კარიერა დაიწყო ადმინისტრაციულ ორგანოებში იურისტის პოზიციაზე მუშაობით. მოგვიანებით საქმიანობა განაგრძო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, სადაც აქტიურად იყო ჩართული კანონშემოქმედებით პროცესებში. ამ პერიოდში მონაწილეობდა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
- გელას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც – იურიდიულ ფირმაში, სადაც კლიენტებს უწევდა სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის და არამხოლოდ, ბიზნესისა და შრომის სამართლის მიმართულებით;
- ამჟამად გელა ჩიღოშვილი დასაქმებულია სს „ლიბერთი ბანკში“, იურიდიულ დეპარტამენტში;
- მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული განვითარება, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებთან, მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა და პრაქტიკული გამოწვევების გადალახვაში დახმარება.