გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მომდევნო ნაკადი უკვე დაიწყო
ამ პროგრამაში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან ისეთ საკითხებს, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს მენეჯერის ყოველდღიურ მუშაობას —
გაიაზრებენ მენეჯმენტის არსს, ისწავლიან როგორ ააწყონ ეფექტური გუნდური სტრუქტურები და როგორ დააკავშირონ პროცესები ბიზნეს მიზნებთან.
კურსის განმავლობაში ისინი იმუშავებენ საკუთარი გუნდის მაგალითზე —
ისწავლიან პრობლემების იდენტიფიცირებას, პროცესების ანალიზს და სხვადასხვა ჩარჩოს გამოყენებით მათ გადაჭრას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ უნარებს, როგორიცაა:
კომუნიკაცია, დელეგირება, მოტივაცია, კონფლიქტის მართვა და ემოციური ინტელექტი —
იმას, რაც მენეჯერის ეფექტურობას ყოველდღიურობაში ყველაზე მეტად განსაზღვრავს.
პარალელურად მონაწილეები იმუშავებენ შესრულების მართვაზე — KPI-ებზე, უკუკავშირსა და პერსონალური განვითარების გეგმებზე, რაც მათ დაეხმარება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ გუნდის განვითარების მართვაში.
კურსი პრაქტიკაზეა დაფუძნებული — დავალებები, ქეისები და რეალურ სიტუაციებზე მუშაობა მონაწილეებს ეხმარება, მიღებული ცოდნა პირდაპირ საკუთარ სამუშაო გარემოში გადაიტანონ.