კურსის „HR მენეჯმენტი პრაქტიკაში“ მორიგი ნაკადი დასრულდა

ჩვენი გუნდი დიდ მადლობას უხდის ყველა იმ მონაწილეს, ვინც ამ მრავალფეროვან და პრაქტიკულ სასწავლო პროცესში ჩაერთო

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ HR-ის ძირითად მიმართულებებს და იმ საკითხებს, რომლებიც თანამედროვე სამუშაო გარემოში ყოველდღიურად გვხვდება. ადამიანური რესურსების მართვიდან და რეკრუტინგიდან, ადმინისტრირებისა და შრომითი ურთიერთობების პროცესებამდე.
პროგრამა აერთიანებდა როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ სამუშაოს: რეალურ ქეისებს, პროცესების ანალიზს და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც HR სფეროში პრაქტიკულად გამოიყენება. განსაკუთრებით საინტერესო იყო ისიც, რომ კურსს ესწრებოდნენ როგორც დამწყები HR სპეციალისტები, ისე ადამიანები უკვე არსებული გამოცდილებით, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა და ახალი პრაქტიკული ხედვები მიიღეს.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლავ მონაწილეების უკუკავშირია
სწორედ ის გვაძლევს შესაძლებლობას, პროგრამები კიდევ უფრო მეტად პრაქტიკულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ფორმატში გავაუმჯობესოთ.

გვსურს გაგიზიაროთ მიღებული შეფასებების ნაწილი:
“კურსი ძალიან დამეხმარა HR პროცესების უფრო სიღრმისეულად გააზრებაში. განსაკუთრებით ღირებული იყო პრაქტიკული მაგალითები და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული განხილვები, რამაც ბევრი საკითხი უფრო მარტივად და გასაგებად დამანახა.”

“სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესო და დინამიკური იყო. ლექტორები არა მხოლოდ ინფორმაციას გვიზიარებდნენ, არამედ საკუთარ გამოცდილებასაც, რაც კურსს კიდევ უფრო პრაქტიკულსა და გამოსადეგს ხდიდა.”

“კურსმა ბევრ საკითხზე შემიცვალა ხედვა — განსაკუთრებით პროცესების მართვის, კომუნიკაციის და HR-ის როლის მიმართულებით. მივიღე ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროფესიულ საქმიანობაში.”