Payroll-ის პრაქტიკული კურსი დასრულდა და მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს პროგრამის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი. კურსის განმავლობაში მათ არა მხოლოდ შეისწავლეს შრომის ანაზღაურების თეორიული საფუძვლები, არამედ პრაქტიკულად შექმნეს Payroll-ის სრული მოდელი და რეალური სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს Payroll-ის სრული ციკლი – შემავალი მონაცემებისა და დოკუმენტაციის დამუშავებიდან, ხელფასის დაანგარიშების, საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებისა და საბოლოო ანგარიშგებების მომზადებამდე. ყურადღება დაეთმო Payroll პროცესის სიზუსტეს, კანონთან შესაბამისობასა და HR ადმინისტრირებასთან მის კავშირს. ასევე მონაწილეები გაეცნენ სამართლებრივ საფუძვლებს, შრომისა და საგადასახადო კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანია შრომის ანაზღაურების პროცესის სწორად მართვისთვის.

კურსის ერთ-ერთი ნაწილი იყო Excel-ის პრაქტიკული გამოყენება Payroll პროცესებში. მონაწილეებმა შექმნეს ავტომატიზებული სახელფასო მოდელი, იმუშავეს სხვადასხვა ფორმულებთან და ფუნქციებთან, მონაცემების კონსოლიდაციასა და რეპორტინგზე, რაც მათ საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად გაამარტივონ ყოველდღიური სამუშაო პროცესები.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა შეფასებები და უკუკავშირი, რადგან სწორედ მათი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას მუდმივად განვავითაროთ სასწავლო პროცესი.

გვსურს გაგიზიაროთ მონაწილეთა შეფასებების ნაწილი:

”კმაყოფილი ვარ კურსით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გავიარე, რაც ყოველდღიურობაში დამეხმარება. თეორიული ნაწილი ძალიან დამეხმარა რიგ საკითხებზე სამსახურში. სასიამოვნო იყო, რომ ყველა კითხვას ორივე ლექტორი დაუღალავად პასუხობდა და გვქონდა შესაძლებლობა პირადი პრაქტიკიდან დაგვესვა კითხვები. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ იმ ცოდნით, რაც მივიღე.”

”განსაკუთრებით მადლიერი ვარ გაზიარებული ცოდნისთვის. ლექტორების როლი, ჩემი მხრიდან, ყველანაირ დადებით შეფასებაში, როგორც კურსის, ისე მთლიანად აკადემიის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებას გისურვებთ! ”

”კმაყოფილი და მადლიერი ვარ თქვენს გუნდთან თანამშრომლობით. ბევრი საჭირო უნარი შევიძინე. გისურვებთ წარმატებას თქვენც და ჩემს თავსაც ”