თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- გაყიდვების პროცესების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების კოორდინაცია;
- კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთა მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი დეპარტამენტების ჩართვა.
- გაყიდვების, მარაგების, ფასებისა და სხვა ბიზნესმაჩვენებლების ანალიზი;
- პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
- მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება.
- გაყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების გადამოწმება;
- ინვოისების, გადახდებისა და დებიტორული დავალიანებების მონიტორინგში მონაწილეობა;
- ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და კომერციული დაგეგმვის პროცესების მხარდაჭერა;
- ფინანსური და კომერციული მონაცემების თანხვედრის უზრუნველყოფა.
- კომერციული პროცესების ეფექტიანობის შეფასება;
- მონაცემთა ხარისხის კონტროლი;
- პროცესების ოპტიმიზაციის ინიციატივების შეთავაზება და განხორციელება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- კომერციული ოპერაციების, გაყიდვების მხარდაჭერის, ბიზნეს ანალიტიკის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.