ძირითადი საქმიანობა იქნება:

– ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში სრული ციკლით ჩართულობა;
– პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
– დამკვეთის მოთხოვნების დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
– ღონისძიების კონცეფციის, იდეის, სტილისტიკისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება და პრეზენტაცია;
– საჭიროების შემთხვევაში დიზაინერისა და სხვა კრეატიული რესურსების ჩართულობის განსაზღვრა;
– ბიუჯეტის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
– მომწოდებლებთან ურთიერთობა, ფასებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების კოორდინაცია;
– საღონისძიებო სივრცისა და ღონისძიებაში ჩართული მხარეების წინასწარი მონახულება/შერჩევა;
– ღონისძიებამდე და ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების სრული მონიტორინგი და კოორდინაცია;
– რისკების წინასწარი შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
– ბაზრის კვლევა, ტრენდებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
– ახალი მომწოდებლების, სერვისებისა და საღონისძიებო სივრცეების მოძიება და ბაზის განახლება;
– არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის კომპანიის სერვისებისა და პაკეტების პრეზენტაცია;
– საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

– ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება;
– დამკვეთისთვის კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
– პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
– საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Canva) კარგი ცოდნა;
– ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
– სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.