ძირითადი მოვალეობები:
- კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით.
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში).
- ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორაციული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა
- კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით
- მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა – მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/
- ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი.
- სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია
- სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა
- შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება – კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა
- კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში)
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში)
- უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას
- ძლიერი საორგანიზაციო უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.