ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
- ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია;
- მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია;
- ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის;
- კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი;
- ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ტექნიკური უნარები: სარეკლამო პლატფორმების და ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.