ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
- საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
- შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
- ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
- ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოიმპორტის, ავტომობილებით ვაჭრობის, საერთაშორისო ლოჯისტიკის ან მსგავს ინდუსტრიაში;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.