ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• შემომავალი და გამავალი ზარების პროფესიონალურად და თავაზიანად განხორციელება;
• ელ.ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მიღებული შეტყობინებების დროულად და პროფესიონალურად დამუშავება;
• პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის უძრავი ქონების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და დახმარების გაწევა;
• მიღებული პოტენციური კლიენტების (ლიდების) გაფილტვრა, დახარისხება და შესაბამის გუნდთან/დეპარტამენტთან გადამისამართება;
• კლიენტთა მონაცემების აღრიცხვა და სისტემაში კომუნიკაციის ისტორიის დაფიქსირება;
• სამუშაო მაჩვენებლების (მათ შორის: პასუხის გაცემის დრო, კლიენტთა კმაყოფილება და საკითხების გადაჭრის მაჩვენებელი) შესრულება;
• კომპანიის შიდა ინსტრუქციების, სტანდარტული სცენარებისა და რეგულაციების დაცვა;
• გუნდის წევრებთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
• საჭიროების შემთხვევაში, გუნდში ახალი თანამშრომლების გადამზადება;
• ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში);
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური უნარ-ჩვევები;
• კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) შესანიშნავი უნარი;
• აქტიური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარი;
• რთულ სიტუაციებში/საუბრებში პროფესიონალურად მოქმედების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა, დროისა და დავალებების მართვის უნარი.