ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პარტნიორი კომპანიებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა;
- მაღალხარისხიანი, კრეატიული ქოფების (ტექსტების) დაწერა გაწერილი დედლაინების დაცვით;
- ვიდეოგრაფებთან და დიზაინერებთან ერთად ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
- სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) ალგორითმების ანალიზი და კონტენტის ადაპტირება;
- კრეატიული სთორიტელინგი და ვიდეო/ფოტო სცენარების დამოუკიდებლად მომზადება;
- ბრენდის ტონალობის (Brand Voice) და სამიზნე აუდიტორიის ზუსტი გათავისება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქოფირაითინგისა და კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია სააგენტოში);
- გამართული წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები (ქართულ ენაზე);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
- ციფრულ მარკეტინგში განვითარებისა და სწავლის სურვილი;
- დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.