ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნა (Video, Reels, Stories, გრაფიკული ვიდეოები და სხვა);
  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სრული პროცესის მართვა;
  • კამერასთან და თანამედროვე გადამღებ ტექნიკასთან მუშაობა;
  • ვიდეოების შექმნის პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე არსებული პროგრამების ეფექტურად გამოყენება;
  • გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • დაკისრებული დავალებების განსაზღვრულ ვადებში (Deadline) ხარისხიანად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სტუდიური და გარე განათების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დრონის მართვის უნარი (შესაბამისი ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ციფრულ მარკეტინგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
  • კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.