ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის საბუღალტრო საქმიანობისა და პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
- საბუღალტრო ოპერაციების სიზუსტისა და დროული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის, ასევე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
- საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
- საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი;
- საბუღალტრო გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შედეგების კონტროლი;
- საბუღალტრო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა;
- შიდა და გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- მენეჯმენტისთვის ზუსტი და დროული ფინანსური ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- 3–5 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- მთავარი ბუღალტრის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებისა და MS პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- განვითარებული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- აუდიტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.