ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ფულადი ნაკადების, საბანკო ნაშთებისა და გადარიცხვების მართვა და კონტროლი;
  • ბანკებთან კომუნიკაცია, საბანკო ხელშეკრულებების ანალიზი და სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
  • ბიზნესმიმართულებებისა და მიმდინარე/ახალი პროექტების ფინანსური ანალიზი;
  • ბიუჯეტის შესრულების, ფაქტობრივი მონაცემებისა და გადახრების ანალიზი;
  • ყოველთვიური მოგება-ზარალის, მარჟებისა და Cash Flow-ის ანგარიშგებების მომზადება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • აუდიტის პროცესის მხარდაჭერა და საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ფინანსური და მენეჯერული ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ACCA Financial Reporting-ის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.