ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა და მათი მართვა;
  • აუდიტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს შესრულების კონტროლი და გუნდის წევრებისთვის პროფესიული უკუკავშირის მიცემა;
  • აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის დეტალური მიმოხილვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • აუდიტის ფარგლებში მომზადებული ფინანსური ანგარიშგების, განმარტებითი შენიშვნებისა და სხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;
  • აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების, უზუსტობებისა და რისკების შეფასება;
  • კლიენტთან დამოუკიდებელი პროფესიული კომუნიკაცია აუდიტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;
  • კლიენტისგან ინფორმაციის მოთხოვნა და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუდიტის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუდიტის მენეჯერის ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
  • აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებისა და მიმოხილვის გამოცდილება;
  • კლიენტებთან დამოუკიდებელი და პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილება;
  • IFRS-ის კარგი ცოდნა;
  • ISA-ის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;