ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ჯგუფური, კანონით გათვალისწინებული, საგადასახადო და მარეგულირებელი ანგარიშგების სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფა.
  • საბუღალტრო მიმართულების ხელმძღვანელობა და მართვა, გუნდის წევრებისთვის მითითებებისა და მხარდაჭერის გაწევა.
  • ყოველთვიური და წლიური დახურვის პროცესების წარმართვა და ანგარიშგების ვადების დაცვის უზრუნველყოფა.
  • ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშების, ფულადი ნაკადების ყოველკვირეული პროგნოზებისა და სხვა ღირებული ფინანსური ანალიზების მომზადება და განხილვა.
  • ფინანსური ჩანაწერების ზუსტი წარმოება IFRS-ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები), ჯგუფის საბუღალტრო პოლიტიკისა და ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
  • შემოსავლების აღიარების პროცესების ზედამხედველობა და შესაბამისი საბუღალტრო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
  • საგადასახადო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა; საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების დროულად წარდგენა.
    გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტორებთან ურთიერთობის მთავარ საკონტაქტო პირად ყოფნა.
  • საბუღალტრო პროცესების, კონტროლის მექანიზმებისა და ოპერაციული ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.
  • მჭიდრო თანამშრომლობა შიდა დაინტერესებულ მხარეებთან (მათ შორის: მომხმარებელთა მომსახურების, ვალების ამოღების, IT და სათაო ოფისის გუნდებთან), ასევე გარე აუდიტორებთან და ბიზნეს პარტნიორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2–3 წელი მთავარი ბუღალტრის ან მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე.
  • საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის, ასევე IFRS-ის (მათ შორის IFRS 9 და IFRS 16) საფუძვლიანი ცოდნა.
  • SAP-თან (ან მსგავს ERP სისტემასთან) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
  • საერთაშორისო ჯგუფისთვის ან მშობელი კომპანიისთვის ანგარიშგების მომზადებისა და „დიდი ოთხეულის“ (Big Four) აუდიტორულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება.