ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებების შედგენა და ანალიზი;
- ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში მონაწილეობა, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
- შემოსავლების, ხარჯების, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანალიზი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
- 1C პროგრამაში ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების ფორმირება;
- ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების სისტემების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5-წლიანი გამოცდილება;
- 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა – ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების, ანგარიშების ფორმირების, ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის;
- ACCA-ის პირველი დონის ცოდნა ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.