“HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის” მეშვიდე კურსი წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩვენს ყველა მონაწილეს ამ ინტენსიური თანამშრომლობისთვის. მათმა შრომამ და ჩართულობამ კურსს განსაკუთრებული ენერგია შემატა.

კურსის განმავლობაში შეძენილმა პრაქტიკულმა ცოდნამ და უნარებმა ყველა კურსდამთავრებულს საფუძველი მისცა, რომ დამოუკიდებლად დაიწყონ მუშაობა ჯუნიორ პოზიციებზე HR-ის სხვადასხვა მიმართულებაში.

მონაწილეთა ხმა ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე უკუკავშირი. ყოველ სიტყვას ვითვალისწინებთ, რომ შემდეგი კურსი კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირის ნაწილს:

“კურსი კარგად იყო ორგანიზებული, ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები. შინაარსობრივად იყო პრაქტიკაზე ორიენტირებილი და რეალური მაგალითებით გამდიდრებული,რაც ძალიან დამეხმარა ყველაფერში.”

“ლექტორები თავიანთ გამოცდილებებს გასაგებად და ეფექტურად გვიზარებდნენ. სწავლის პროცესიც ძალიან საინტერესოდ მიყავდათ. მათგან ბევრი კარგი რჩევა მივიღე რაც აუცილებლად გამომადგება მომავალში.”

“ლექტორები , მიუხედავად სირთულისა ეტაპობრივად, დეტალურად და სიღრმისეულად გაგვაცნეს ყველაფერი.მათი ლექციები იყო ინფორმაციული, საინტერესოდ აგებული და პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული.”