კურსის “HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა” რიგით მეხუთე ნაკადი დასრულდა.

ჩვენი გუნდი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ამ ინტენსიურ და მრავალფეროვან სასწავლო პროცესში ჩართვისთვის.

კურსის ფარგლებში მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვის ძირითად მიმართულებებს და პრაქტიკულად გაიარეს რეკრუტინგის სრული ციკლი. გარდა დამწყები HR-ებისა კურსს ასევე ესწრებოდნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს ახალი გამოცდილება შერჩევის სფეროში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი კურსის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. გვსურს გაგიზიაროთ მიღებული შეფასებების ნაწილი:

“კურსმა არსებითად გააღრმავა ჩემი ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებისა და რეკრუტინგის სტრატეგიების შესახებ. გამიმყარდა არა მხოლოდ თეორიული ბაზა, არამედ პრაქტიკული უნარებიც გამომიმუშავა – განსაკუთრებით აღვნიშნავ რეალურ ქეისებზე მუშაობას და მიმდინარე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ტექნიკური მხარეც გამართული და მაქსიმალურად სტუდენტის კომფორტზე იყო ორიენტირებული.”

“სმარტ აკადემიამ ნამდვილად გააამართლა ჩემი მოლოდინები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი კურსების არსებობა, რომელიც არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული უნარებითაც გაამდიდრებს სტუდენტის ცოდნას და რომელსაც უხელმძღვანელებს მაღალი კომპეტენციის მქონე ლექტორები. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური მიმართულებით გამართულობაც. განვლილი კურსის შეფასებისას შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს კომპონენტი დაკმაყოფილებული იყო. შემოთავაზებული კურსი იყო საკმაოდ ეფექტური და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული.”

“ლექტორი ფლობდა ღრმა ცოდნას ამ სფეროში. ზუსტად აკეთებდა აქცენტებს ისეთ საკითხებზე, რაც ფართო ადმინისტრაციულ მიმართულებაში ყველაზე ძირითადი და საჭიროა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი დეტალების გაზიარებამ, ასევე პირადი გამოცდილებიდან ქეისების განხილვამ, მომცა საშუალება მარტივად გამეგო ბევრი კომპლექსური საკითხი ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებით.”

“დისკუსიები იყო საკმაოდ ღია და მრავალფეროვანი, რაც ქმნიდა სასიამოვნო სასწავლო ატმოსფეროს. გარდა ამისა თითქოს ყველასთვის ნაცნობი საკითხი განხილული იყო საკმაოდ დეტალურად და ჩვენთვის აუცილებელი პროფესიული კუთხით, რაც საშუალებას მომცემს პრაქტიკულ საქმიანობაში მოტივაციასთან დაკავშრებული საკითხები უფრო სხვანაირად გავიგო და შევაფასო.”