კურსის „HR მენეჯმენტი პრაქტიკაში”-ის მეცხრე ნაკადი წარმატებით დასრულდა.

გულწრფელი მადლობა სტუდენტებს ამ ინტენსიური, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.

“HR მენეჯმენტი პრაქტიკაში”პროგრამის განმავლობაში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და განვითარებულმა პროფესიულმა უნარებმა კურსდამთავრებულებს მისცა მყარი საფუძველი, თავდაჯერებულად გადადგან შემდეგი ნაბიჯები HR მენეჯმენტი სფეროში და რეალურ სამუშაო გარემოში ეფექტურად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა.

მონაწილეთა უკუკავშირი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – თითოეული შეფასება გვაძლევს მოტივაციას და მიმართულებას პროგრამის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.

გიზიარებთ სტუდენტების შეფასებებს ჩვენი მუშაობის შესახებ:

“კურსი იყო კარგად სტრუქტურირებული და მოიცავდა HR მენეჯმენტის ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებებს . განსაკუთრებით პოზიტიური იყო თეორიისა და პრაქტიკის ბალანსი, რადგან ქეისებზე მუშაობა დამეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი და სტრუქტურირებული ფორმით გვქონდა წარმოდგენილი. ტრენერის მხრიდან კომუნიკაცია იყო დროული და გასაგები. ონლაინ პლატფორმა ფუნქციონირებდა შეფერხების გარეშე და ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომი იყო მუდმივ რეჟიმში”

“ლექტორები მასალას ხსნიდნენ გასაგებ და მარტივ ენაზე. მათი ტემბრი და გადმოცემის სტილი იყო სასიამოვნო, რაც სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს ხდიდა. ასევე, მაგალითებზე დაფუძნებული ახსნა ხელს უწყობდა ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას და პრაქტიკულ გააზრებას. ასევე, ლექტორების მხრიდან იგრძნობოდა უშუალობა და სითბო, რაც კომუნიკაციას ამარტივებდა და ქმნიდა კომფორტულ სასწავლო გარემოს”

“სმარტ საფორთთან თანამშრომლობა ჩემთვის დადებითი გამოცდილება იყო. კურსი იყო კარგად ორგანიზებული, შინაარსობრივად გამართული და პრაქტიკაზე ორიენტირებული.

ლექტორების პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის სტილი და მხარდამჭერი გარემო ქმნიდა კომფორტულ სასწავლო პროცესს. აღნიშნული ფაქტორები ზრდის მოტივაციას შემდგომი პროფესიული განვითარების მიმართულებითაც. შესაბამისად, ინტერესს გამოვხატავ სმარტ აკადემიასთან / სმარტ საფორთთან მომავალშიც თანამშრომლობის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ პროგრამებში, რომლებიც პრაქტიკულ უნარებზე და თანამედროვე HR ინსტრუმენტებზე იქნება ორიენტირებული.”

თუ ფიქრობ, რომ ეს კურსი შენი კარიერული განვითარებისთვის სასარგებლო იქნება, გაეცანი მის დეტალებს ჩვენს განვითარების გვერდზე