HR მენეჯმენტის და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის მეორე ნაწილი დაეთმო შერჩევის, მათ შორის IT და Tech შერჩევის, მიმართულებას.

სტუდენტებმა პრაქტიკაში გაიარეს შემდეგი ეტაპები:

  • გაეცნენ სამუშაო აღწერილობას და მოთხოვნებს
  • დაგეგმეს შერჩევის პროცესი
  • მოიძიეს მოთხოვნის შესაბამისი კანდიდატები
  • დაგეგმეს და დაესწრნენ გასაუბრებებს
  • გაეცნენ კანდიდატების შეფასების პრინციპებს

თეორიულ ნაწილში გაიარეს შემდეგი საკითხები: შეფასების მეთოდები, ორგანიზაციული სწავლება და სამოტივაციო სისტემების მნიშვნელობა.

გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირს კურსის მეორე ნაწილის დასასრულს:

“განვლილი მასალა საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი იყო. ამასთანავე კარგად არის გადანაწილებული მასალის რაოდენობა, რის შედეგადაც კვირის განმავლობაში მოსწრებადია კონკრეტული თავის ათვისება.”

“მასალა საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ რომ დამეხმარება განვითარებაში.”

“სიმართლე გითხრათ, პრაქტიკული ნაწილი მეგონა სიმულირებული იქნებოდა და ჩემთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ყოველივეს რეალობაში გავლა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე.”

“პრაქტიკულმა ნაწილმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მეხმარება უფრო თავდაჯერებული ვიყო. ასევე, ბევრი რამ ვისწავლე პროფესიონალური ეთიკის შესახებ, როგორ უნდა ვესაუბრო ხალხს, რა კითხვები რა ფორმით დავსვა და ა.შ.”

“თითქმის ყველაფერი რაც ვისწავლე ახალია თუ არ ჩავთვლით იმას რაც ფსიქოლოგიას ეხებოდა. ალბათ ამიტომაცაა ეს ყველაფერი ასეთი საინტერესო ჩემთვის, რომ ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებ.”