HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი დასრულდა!

გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუდენტს რომელიც ამ განსხვავებულ სასწავლო პროცესში ჩაერთო, გაწეული შრომისთვის.

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ HR-ის ყველა მიმართულების საფუძვლებს და გაიარეს რეკრუტინგის სრული ციკლი პრაქტიკაში. შეძენილი გამოცდილებით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაიწყოს კარიერა დამწყები რეკრუტერის პოზიციაზე. თუმცა კურსს ესწრებოდნენ არსებული HR ჯენერალისტებიც და მათ გაიღრმავეს ცოდნა თეორიულ ნაწილში და ასევე მიიღეს განსხვავებული პრაქტიკული გამოცდილება შერჩევის მიმართულებით.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასებები და გვსურს გავზიაროთ რამდენიმე უკუკავშირი:

“ამ კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ყოველთვის მიყვარდა ადგილზე მოსვლა და დასწრება რადგან ატმოსფერო და გარემო იყო საოცრად კარგი. ყველა ცდილობდა ჩვენთვის კომფორტული გარემო შეექმნა. აშკარაა რომ ეს არის გუნდი რომელიც დაინტერესებულია ხალხისთვის იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მათ გამოადგებათ მომავალში. კურსმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრად უფრო ამიმაღლა საკუთარი თავის რწმენა, რის გამოც ამ თვეებს, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში.”

“ყოველთვის გამყვება ემოციები და ყოველთვის მემახსოვრება ის, რაც ამ კურსზე ვისწავლე🥹 ეს არის კურსი, რომელში ინვესტიციაც პირდაპირპროპორციულია საკუთარ თავში და შენს მომავალში ინვესტიციის. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ამ პროფესიის სწავლა ისეთი ადამიანებისგან , როგორი ლექტორებიც და მოწვეული სტუმრებიც ამ კურსის განმავლობაში გვყავდა. მადლობა თქვენ ამ გამოცდილებისთვის და იმ პერსპექტივისთვის, რაც ამ გამოცდილებამ მომიტანა 💛”

“კურსი საკმაოდ ვრცელი, გასაგები და მარტივად აღსაქმელი იყო. ასევე, სწორად შედგენილი, სადაც ლექტორები და სტუდენტები ერთნაირად ვიყავით ჩართულები. ლექტორები მუდამ მზად იყვნენ ნებისმიერ კითხვაზე, თუნდაც სალექციო დროის გაასვლის მიუხედავად გაეცათ ამომწურავი პასუხები.”

“ლექტორები პირველივე დღიდან მეგობრულ დამოკიდებულებას იჩენდნენ სტუდენტებთან. მუდამ ცდილობდნენ გაემარტივებინათ სასწავლო პროცესი და ეს ყოველივე რუტინულ ვალდებულებად არ ქცეულიყო, რაც იდეალურად გამოუვიდათ🥹❤️აქვე დავამატებ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ლექციებს მიღმაც აქტიურად გვეკონტაქტებოდნენ და ყველანაირი დაძაბულობა მოგვიხსნეს, რასაც შეიძლებოდა დავეთრგუნეთ და ჩვენი თავის მაქსიმუალური წარმოჩენისათვის ხელი შეეშალა. ლექტორების პროფესიონალიზმზე დადებითის გარდა არაფერი მეთქმის, ყველამ საოცრად იცის თავისი საქმე და ამ ცოდნის, გამოცდილების გადმოცემით არ იღლებიან, ცდილობენ მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ ❤️”

“ძალიან კმაყოფილი ვარ და ბევრ რამეში გამოვიყენებ იმ ცოდნას რაც ლექციების ფარგლებში მივიღე.”

“უდიდესი მადლობა ყველას ვინც მიიღო პატარა წვლილი მაინც ამ გარემოს და გამოცდილების შექმნაში💛 ძალიან დიდი მადლობა რო ესე დაუზარავად და მონდომებით გაგვიზიარეთ თითუეული დეტალი ლექციაზე . უინტერესო თუ საინტერესო ყველა თემა ერთიანად მნიშვნელოვნად გვაჩვენეთ და დაგვეხმარეთ გაგებაში💛 მადლობა რო ჩვენთან ერთად წვალობდით ხოლმე, უსმენდით ჩვენს წუწუნს და უკმაყოფილებას და გვპასუხობდით ყველა კითხვაზე 💛 მადლობა რომ შემაყვარეთ ახალი პროფესია 💛”

“ნამდვილად დიდი შრომა იდო ამ პროგრამაში და აუცილებლად წავიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სამომავლო პერსპექტივაში გამოგვადგება.”

“ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი მონდომებით გაგვიზიარეთ თითუეული დეტალი ლექციაზე, ყველა თემა ერთიანად მნიშვნელოვნად გვაჩვენეთ და დაგვეხმარეთ გაგებაში.”