“MS Excel”-ის კურსის პირველი ნაკადი წარმატებით დასრულდა.
ჩვენი გუნდი გულწრფელ მადლობას უხდის მონაწილეებს ამ ინტენსიურ და პრაქტიკულ სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს პროგრამის სამუშაო გარემო და მონაცემებთან ეფექტური მუშაობის ძირითადი პრინციპები — ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება და ანალიზი. მათ განივითარეს ფორმულებისა და ფუნქციური ლოგიკის გამოყენების პრაქტიკული უნარები, რაც საშუალებას აძლევთ სხვადასხვა ტიპის მონაცემზე ზუსტი და საფუძვლიანი ანალიზი განახორციელონ.
კურსი ასევე მოიცავდა მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიტიკურ დამუშავებას, მათ შორის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გაერთიანებასა და შედეგების ვიზუალიზაციას. კურსი დასრულდა ფინალური პრაქტიკული დავალებით, სადაც მონაწილეებმა დამოუკიდებლად გამოიყენეს მიღებული ცოდნა რეალურ ამოცანებზე.
კურსს ესწრებოდნენ როგორც დამწყებები, რომლებიც Excel-ის საფუძვლებს სწავლობდნენ, ასევე ის პროფესიონალები, რომელთაც სურდათ მონაცემთა ანალიზის უნარების გაღრმავება და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი პროგრამის შემდგომი განვითარებისთვის. გიზიარებთ სტუდენების უკუკავშირის ნაწილს:
“ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, დაწყებამდე ვფიქრობდი გამიჭირდებოდა რადგან ნულიდან დავიწყე, თუმცა ძალიან კარგად ხსნიდნენ ლექტორები ყველაფერს და სრულიად გასაგები იყო”
“ორივე ლექტორი არის უაღრესად თავისი საქმის პროფესიონალი, რისთვისაც მადლობა მათ.”
“მივიჩნევ, რომ კურსი კარგად შედგენილი იყო იმ პირებისთვის რომლებიც ეხლა იწყებენ ექსელის შესწავლას. თემები გასაგები იყო და დავალებები მეხმარებოდა უკეთესად გაგებაში”