„MS Excel-ის” პრაქტიკული კურსი დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან Excel-ის ფუნქციონალს — საბაზისო ოპერაციებიდან მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის ინსტრუმენტებამდე.

პროცესში მონაწილეები შეისწავლიან მონაცემების სწორად სტრუქტურირებას, ფორმატირებას და სხვადასხვა ტიპის ფუნქციების გამოყენებას — მათ შორის ლოგიკურ, საძიებო და ტექსტურ ფუნქციებს.

კურსის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, აერთიანებენ სხვადასხვა ფუნქციებს და ქმნიან ფაილებს, რომლებიც რეალურ სამუშაო პროცესებს გაუმარტივებთ.

კურსის დასრულებისას მონაწილეებს ექნებათ ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მონაცემებთან მუშაობასა და ანალიზში.

ერთი წარმატებული კურსი ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო კიდევ უფრო გაამდიდრო და გაეცანი Smart Support-ის ყველა სასწავლო პროგრამას. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი ლიდერი.“