Excel-ის პრაქტიკული კურსის კიდევ ერთი წარმატებული ნაკადი დასრულდა!
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს პროგრამის სამუშაო გარემო და მონაცემებთან ეფექტური მუშაობის ძირითადი პრინციპები – ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება და ანალიზი. მათ განივითარეს ფორმულებისა და ფუნქციური ლოგიკის გამოყენების პრაქტიკული უნარები, რაც საშუალებას აძლევთ სხვადასხვა ტიპის მონაცემზე ზუსტი და საფუძვლიანი ანალიზი განახორციელონ.
კურსი ასევე მოიცავდა მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიტიკურ დამუშავებას, მათ შორის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გაერთიანებასა და შედეგების ვიზუალიზაციას. კურსი დასრულდა ფინალური პრაქტიკული დავალებით, სადაც მონაწილეებმა დამოუკიდებლად გამოიყენეს მიღებული ცოდნა რეალურ ამოცანებზე.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი პროგრამის შემდგომი განვითარებისთვის. გიზიარებთ სტუდენების უკუკავშირის ნაწილს:
“ექსელის კურსი ჩემთვის ძალიან სასარგებლო და პრაქტიკული იყო. სასწავლო მასალა კარგად იყო სტრუქტურირებული და თემები მარტივიდან უფრო რთულისკენ თანმიმდევრულად ვითარდებოდა, რაც სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებდა.”
„კურსის სილაბუსი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და თავად კურსმაც სრულად გაამართლა მოლოდინები. ტექნიკური თვალსაზრისით, სასწავლო პროცესი ძალიან კომფორტული იყო, რაც, პირველ რიგში, ლექტორების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.“