Excel-ის პრაქტიკული კურსი იწყება!
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან Microsoft Excel-ის უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს – საბაზისო ოპერაციებიდან დაწყებული, ეკონომიკური პროცესების მოდელირებით, ბიზნეს სიტუაციების ანალიზითა და რეპორტინგის ინსტრუმენტებით დამთავრებული.
კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით და შეძლებთ:
ინფორმაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას: კვლევითი თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით ჩაწერას, სტრუქტურირებასა და სწორ ფორმატირებას.
მონაცემთა სტატისტიკურ და რაოდენობრივ ანალიზს: ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში Excel-ის ფუნქციონალისა და თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.
ვიზუალიზაციასა და შეფასებას: კვლევის შედეგების დამუშავებას, გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნას, შეფასებასა და დასკვნების გამოტანას.
პროგნოზირებასა და ტესტირებას: ჰიპოთეზების ტესტირებას, პროგნოზირებას და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
კურსის მსმენელები აქტიურად იმუშავებენ რეალურქეისებზე და პრაქტიკულ დავალებებზე, რაც მათ ყოველდღიური სამუშაო პროცესის გამარტივებასა და მონაცემებთან მუშაობაში თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარება.
ერთი წარმატებული პროგრამა ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო გაეცანი ყველა კურსს. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება, გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი.
წარმატებული კურსი თუ პროგრამა ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო კიდევ გაამდიდრო, გაეცანი Smart Support-ის ყველა კურსს. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი ლიდერი.