ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ქსელში უკაბელო წვდომის წერტილების მონტაჟი;
  • ქსელში წარმოქმნილი ხარვეზების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • სერვერების, ვებ. საიტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა;
  • POS ტერმინალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ჩამწერი მოწყობილობებისა და კამერების მონტაჟი/დემონტაჟი (uniview ბრენდის კამერები/NVR) და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერიფერიის დაინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მფლობელობაში მყოფ ობიექტებზე ციფრული ტექნიკისა და ქსელის გაყვანილობის გამართვის გეგმის შედგენა;
  • კომპიუტერების და სხვა საოფისე ტექნიკის გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის მოძიება და შესყიდვების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება შესყიდვის განსახორციელებლად;
  • კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის აღწერა და ზედამხედველობა, რათა არ მოხდეს მისი დაკარგვა ანდა სხვა ადგილზე გადატანა IT სამსახურის თანამშრომლის თანხმობის გარეშე;
  • თანამშრომლების აღრიცხვის სისტემის მონიტორინგი და გამართული მუშაობის კონტროლი;
  • თანამშრომელთა აღრიცხვის დაშვების აპარატების მონტაჟი/დემონტაჟი (ZKTeco).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Mikrotik-ის მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (VPN , QoS , FireWall);
  • ვირტუალიზაციის ცოდნა – VMWare;
  • Windows / Linux -ის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Terminal Server/Active Directory);
  • თერმულ პრინტერებთან და ბარკოდ სკანერებთან მუშაობის გამოცდილება;
  • L2/L3 სვიჩებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა FINA-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • CCNA – სერტიფიკატი;
  • FireWall-თან მუშაობის გამოცდილება.