ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება და პროექტის მენეჯერისათვის/საიტ მენეჯერისთვის აღწერილობის მიწოდება;
- პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა მისი პროფილის შესაბამისად;
- შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, მობილური ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
- უბანზე გამოყოფილი ტექნიკური და მატერიალური რესურსის მართვა;
- სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების უზრუნველყოფა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
- გამოვლენილ დარღვევებში გარკვევა და ადექვატური რეაგირება;
- სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური რეპორტის მომზადება და ტექნიკური განყოფილებისთვის მიწოდება;
- მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
- სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევების, გართულებების განხილვა, შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით მსჯელობა და მოგვარების ორგანიზება;
- პროექტის განხორციელების პროცესში უბანზე საჭირო საბუთების წარმოების და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
- უბნისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა
- უბანზე დისციპლინის წესების დაცვის უზრუნველყოფა
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება
- სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია 3-5 წლამდე გამოცდილება ამ მიმართულებით
- სასურველია ტექნიკური მიმართულებით განათლება
- საგზაო სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება
- მნიშვნელოვანია, რეგიონში მუშაობის გამოცდილება
- სამუშაოების შესრულების უნარი, როგორც არის: მიწის მოჭრა, ხიდები და აფეთქებები