ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შენობის Maintenance-ისა და შეკეთების ცოდნა და ელექტრული სამუშაოების ტექნიკასთან შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფა.
  • ქარხნის გარეთ განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისობის შემოწმების ჩატარება.
  • ტექნიკური (Maintenance) მენეჯმენტის და ჰიდრავლიკურ-პნევმატიკის ცოდნა და ყველა სახის ელექტრო-ელექტრონული, საკონტროლო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გეგმური და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.
  • ელექტრონიკის და მართვის სისტემების ცოდნა,  საწარმოო კომპიუტერების და PLC საკონტროლო სისტემების მართვა და მათი უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • პროგრამირებადი პროცესების მართვის სისტემების ცოდნა.
  • ობიექტების პროგრამული კომპონენტების ტექნიკური და სარემონტო მოთხოვნების განსაზღვრა შიდა და გარე გაზომვებით და მათი განხორციელება.
  • ვერიფიკაციისა და დაკალიბრების ცოდნა; საზომი და საკონტროლო მოწყობილობების პერიოდული შემოწმებისა და დაკალიბრების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის სფეროში, სასურველია FMCG სექტორში.
  • უმაღლესი განათლება ელექტრული ინჟინერიის ან Software ინჟინერიის მიმართულებით.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ცოდნა მაღალი და საშუალო ძაბვის გარემოს შესახებ.
  • ISO სტანდარტების შესახებ ცოდნა და გამოცდილება (9001, 14001, 18001, 50001 და 22000)
  • Lean 6 Sigma-ს ცოდნა.
  • პროგრამირების ენების ცოდნა (Simatic და ა.შ.).