ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯგუფის მასშტაბით მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და მიწოდება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით
  • ჯგუფის მასშტაბით, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო რეპორტების ფორმების შემუშავებაში ჩართულობა და დანერგვის პროცესში აქტიური მხარდაჭერა
  • მესამე პირებისათვის/ინვესტორებისთვის მოთხოვნილი/საჭირო ფორმატის შესაბამისად ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შესაბმისი რეპორტების,  პრეზენტაციებისა და ბიზნეს გეგმის მომზადების მიზნით
  • ჯგუფის მასშტაბით, აუდიტის პროცესში მხარდაჭერა, საჭირო ინფორმაციის დამუშავება
  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგების წარმოების მონიტორინგი
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში (ე.წ. ratio analysis)
  • ახალ პროექტებზე მუშაობა – მოდელირება/ფინანსური ანალიზი
  • საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა არსებული სესხების პორტფელის მონიტორინგისა და ახალი დაფინანსების წყაროების მოზიდვის მიზნით
  • ჯგუფის მასშტაბით პროექტების წლიური ბიუჯეტების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ანალიზი, რისკების შეფასება და მართვა
  • მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
  • დირექტორის დახმარება ყოველდღიური საქმის წარმოების პროცესში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფინანსისტის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ბანკში საკრედიტოში ან რისკებში, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • კორპორატიული ფინანსების ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მათემატიკური, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი
  • IFRS , ACCA , CFA.