ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • სრული საბუღალტრო ციკლის მართვა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებიდან ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე.
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დახურვის პროცესების ეფექტიანი მართვა და კონტროლი.
  • სანდო შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და შენარჩუნება აქტივების დაცვისა და ფინანსური ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად.
  • ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა) მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
  • საჭიროებისამებრ, მენეჯერული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მხარდაჭერა.
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების მომზადებისა და მარეგულირებელ ორგანოებში დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება ცვალებადი საკანონმდებლო და ბიზნესგარემოს შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი).
  • ACCA-ს სერტიფიკატი (ან სწავლის დასკვნით ეტაპზე ყოფნა) ან სხვა ეკვივალენტური საერთაშორისო პროფესიული კვალიფიკაცია ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.გამოცდილება:
  • მთავარი ბუღალტრის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია სამშენებლო სფეროში ან მრავალპროფილიანი ჰოლდინგის სტრუქტურაში (შვილობილ კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება.პროფესიული ცოდნა და უნარები:
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების, ასევე ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების საფუძვლიანი ცოდნა.
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური კომუნიკაციისთვის).

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ისა) პროფესიულ დონეზე ფლობა.
  • საბუღალტრო პროგრამა Balance-სთან და ORIS-სთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ასევე პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირება და მაღალი სიზუსტის დაცვა სამუშაოს შესრულებისას.
  • ეფექტიანი კომუნიკაციის, მათ შორის, რთული ფინანსური ინფორმაციის ნათლად გადმოცემის უნარი.
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის მართვის უნარი.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.