ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებია:
- ფინანსური ანგარიშგების ფორმირება და მასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ჩაშლა და ანალიზი, გადახრების ანალიზი და კომენტარების მომზადება. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება და მონიტორინგი;
- მოამზადოს მენეჯერული და ფასს ანგარიშგებები შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (SARAS, NBG, Creditors, Shareholders, Scope, etc.), რომლის გადახედვა და ავტორიზაცია მოხდება ფინანსური დირექტორის მიერ;
- ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა რაც გამოიხატება მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებაში, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში, მათთან კომუნიკაციაში და ა.შ;
- ფინანსური ბიუჯეტის, როგორც კომპანიის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ფორმირების პროცედურის და საფეხურების განსაზღვრა, წარდგენა ფინანსური დირექტორისთვის და დამტკიცება;
- ფინანსური მოდელის ფაქტიურ შედეგებთან ყოველთვიურად შედარება, ანალიზი და გადახრების მიზეზების გამოკვლევა. აღმოფხვრის გზების მოძიება და რეკომენდაციების გაცემა;
- ფინანსური მოდელის რეგულარული გადახედვა და განახლება დადგენილი პროცედურის შესაბამისად (ყოველკვარტალური რევიზია – rolling budget;
- შემუშავებული წლიური ბიუჯეტის შესაბამისად ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის KPI-ების განსაზღვრაში მონაწილეობა და რეკომენდაციების გაცემა;
- BI სისტემების დანერგვაში მონაწილეობის მიღება, ავტომატიზაციის პროცესების შემუშავება და მართვა;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება 3-4 წელი
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Word, Excel, Outlook, Exact globe, ან სხვა ნებისმიერი ERP პროგრამა;
- უცხო ენები – ინგლისური, რუსული;
- ACCA/ CFA-ს სერთიფიკატები.