Clinical Manager – ის ფუნქცია-მოვალეობებია:

  • სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე სამედიცინო და ორგანიზაციული საკითხების გამართული მუშაობა (კლინიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზი,ხარვეზების იდენტიფიცირება და კლინიკის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მათი აღმოფხვრა);
  • სამედიცინო დაწესებულების სანებართვო/სალიცენზიო პირობების დაცვა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების შეფასების ეფექტური შიდა სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა;
  • კლინიკაში შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • კლინიკაში სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის კონტროლი. ექიმების, უფროსი მედდების, მედდების და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის სისტემატური ზედამხედველობა და შემოწმება;
  • კლინიკაში არსებული აპარატ-დანადგარების და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობის ზედამხედველობა სამედიცინო ინჟინერთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და უფროს მედდებთან ერთად;
  • თანამშრომელთა სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება კლინიკის იურისტთან, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან და სამედიცინო პროცესების წარმართვაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
  • ხანძარსაწინააღმდეგო და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
  • ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოთხოვნების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კლინიკის დირექტორის მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • კლინიკური მენეჯერის გადამზადების სერტიფიკატი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;