ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- განყოფილებების მუშაობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
- ქსელის ოპერირებისათვის საჭირო მონიტორინგის და მართვის სისტემების შერჩევაში მონაწილეობა;
- ქსელში აღმოჩენილი პრობლემური საკითხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ქსელში აღმოჩენილი პრობლემური საკითხების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობა;
- სისტემატიური მონიტორინგის წარმოება ქსელის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით;
- მონაწილეობა IP ქსელის დიზაინის შემუშავებაში, აპარატურის შერჩევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში;
- IP ქსელის აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლება;
- IP ქსელის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა;
- IP ქსელის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფა;
- ტრაფიკის ზრდის მიხედვით ქსელის შესაბამისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა;
- კორპორატიულ აბონენტებთან სხვადასხვა ტიპის სერვისების აწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ტელეკომუნიკაციის განხრით;
- მონაცემთა გადაცემის ქსელის ოპტიმიზაციის და ოპერირების განხრით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა გადაცემის ქსელის ცოდნა;
- სასურველია რადიო ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;s
- სასურველია CCNP, CCNA სერთიფიკატი