ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტის მშენებლობის ზედამხედველობა;
- სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი;
- კონტრაქტორებთან შეხვედრა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
- სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის, სამუშაოთა მოცულობისა და გრაფიკის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- კონსტრუქტორთან, არქიტექტორთან და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულ სხვა პირებთან აქტიური კომუნიკაცია;
- საპროექტო გეგმის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა;
- დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ყველა პირობის (ხარჯთაღრიცხვა, გრაფიკი, ხარისხი, სტანდარტები) განუხრელი დაცვა;
- სამუშაოთა მიღება-ჩაბარების პროცესის წარმართვა;
- სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური ინსპექტირება და დამსაქმებლისათვის ანგარიშის წარდგენა;
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების მოცულობათა ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან მომიჯნავე დარგში;
- არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე წამყვან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში;
- სამშენებლო სამართლის ნორმების ცოდნა;
- უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა;