ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური მიზნებისთვის ეფექტური სტანდარტების, პოლიტიკის, პროცედურების, ღონისძიებებისა და ორგანიზაციული განვითარების ინიცირება და დანერგვა;
- სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება ფინანსურ ინსტიტუტებთან, საგადასახადო ინსპექციასთან, სხვა საჯარო და მარეგულირებელ ორგანოებთან;
- კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი; (მომგებიანობა, შემოსავლები, ხარჯები, სტატისტიკა);
- ფინანსური ანგარიშგებების და რეპორტების დროული და ეფექტური წარმოება;
- კომპანიის მომგებიანობის პერმანენტული კონტროლის უზრუნველყოფა;
- ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- გარე და შიდა აუდიტორებთან და კონსულტანტებთან თანამშრომლობა და ოპერაციული ხარვეზების მინიმალიზაცია;
- ფინანსური რისკების იდენტიფიცირების უზრუნველყოფა და რეაგირების გზების დამუშავება;
- ფინანსური რესურსების განაწილების ეფექტიანობის კონტროლი;
- პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია;
- მენეჯმენტთან ერთად კომპანიის სტრატეგიების შემუშავება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფინანსური ანალიზის მომზადება;
- კომპანიისთვის მომგებიანი პროექტების მოზიდვაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაცია, საშუალო რგოლის მენეჯმენტის განვითარება/გაძლიერება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, მაგისტრატურა) ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა ფინანსური მიმართულებით;
- ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სექტორში ფინანსური მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სერთიფიკატი ან აკრედიტაცია – ACCA, CPA, CFA, CFP;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება. (ERP სისტემის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება);