პროექტის მენეჯერის მოვალეობები მოიცავს შემდეგს:

ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტების მართვა; სამუშაოების მიმდინარეობის რეგულარული მონიტორინგი და სტატუს შეხვედრები შესაბამის გუნდთან; ხელმძღვანელი როლის შესრულება პროექტის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და საჭირო რესურსების იდენტიფიცირების პროცესში; პროექტის მიმდინარეობის აღრიცხვა/მონიტორინგი; მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმარება, კოორდინაცია, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაცია; მოლაპარაკებების წარმოება, ვადების, ხარისხისა და ხარჯების კონტროლი; ქვეკონტრაქტორებთან პირობების შეთანხმება, პროცედურული საკითხების მოგვარება და კომუნიკაცია; პროექტის ხარჯთაღრიცხვის დადასტურება და მენეჯმენტთან შეთანხმება; პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგის სისტემის აწყობა/გამართვა; აქტიური ჩართულობა

პროექტისთვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებაში პროექტის მენეჯერისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

უმაღლესი განათლება მშენებლობის, ინჟინერიის ან პროექტების მართვის მიმართულებით; გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ორგანიზებულობა, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები