ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:
ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება, დამუშავება (მტკიცებულებების შეგროვება, პროცედურების ანალიზი ცალკეულ სექტორებში და ა.შ;
ინფორმაციის შესაბამისი სახით წარდგენა აუდიტის უფროსი სპეციალისტის/მენეჯერისთვის;
აუდიტის უფროსი აუდიტორის/მენეჯერის დროული ინფორმირება აუდიტის პროცესში არსებული ან შესაძლო პრობლემების შესახებ;
წერილობითი დადასტურების მიღება;
ანგარიშის მომზადება;
გამოყოფილი სექციის მიხედვით ფაილის შედგენა.
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
დაქვემდებარებული თანამშრომლის მუშაობის მართვა;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
აუდიტორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ინგლისური ენა: სრულყოფილად, მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭება აუდიტორულ პროგრამაში მომუშავ პირებს.
უპირატესობა მიენიჭება ACCA კურსების სტუდენტებს.