ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის ინიცირების, დაგეგმვის,   აღსრულებისა და   დახურვის პროცესის წარმართვა
  • პროექტის აღსრულების გეგმის (PEP) და  პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების  დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • სატენდერო და შესყიდვების პროცედურების მართვა
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ.) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა და აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან დადარება
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა
  • შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
  • თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე
  • ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან
  • პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა
  • მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში
  • ბაკალავრის დიპლომი ან სერთიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში).

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად