ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა და მათი მართვა;
- აუდიტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს შესრულების კონტროლი და გუნდის წევრებისთვის პროფესიული უკუკავშირის მიცემა;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის დეტალური მიმოხილვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- აუდიტის ფარგლებში მომზადებული ფინანსური ანგარიშგების, განმარტებითი შენიშვნებისა და სხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;
- აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების, უზუსტობებისა და რისკების შეფასება;
- კლიენტთან დამოუკიდებელი პროფესიული კომუნიკაცია აუდიტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;
- კლიენტისგან ინფორმაციის მოთხოვნა და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუდიტის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუდიტის მენეჯერის ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებისა და მიმოხილვის გამოცდილება;
- კლიენტებთან დამოუკიდებელი და პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილება;
- IFRS-ის კარგი ცოდნა;
- ISA-ის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;