ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
  • საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
  • ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
  • ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოიმპორტის, ავტომობილებით ვაჭრობის, საერთაშორისო ლოჯისტიკის ან მსგავს ინდუსტრიაში;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.