ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
- რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
- დებიტორული დავალიანების პერიოდული კონტროლი და მყიდველებთან შედარება;
- დამატებით მთავარი ბუღალტრის მიერ მოთხოვნილი დედლაინების შესრულება;
- რეალიზებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და გადამოწმება;
- ყოველთვიურად ბუღალტრული გატარებების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- აუცილებელია ბუღალტრულ პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება