რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
  • მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლოჯისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, დეკლარაცია, ინვოისი და სხვა)
  • ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა
  • განბაჟების პროცესის კოორდინაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება
  • ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და დაარქივება
  • მოსალოდნელ ტვირთებზე დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა
  • პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე
  • შესრულებული გადაზიდვების შეფასებების მიღება და აღრიცხვა
  • შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
  • ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია