ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტი-კომპანიების მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკა, ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის სისტემების ანალიზი
- კლიენტი-კომპანიების ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და ფინანსური მოდელების მომზადება
- კლიენტი-კომპანიების საბუღალტრო – სააღრიცხვო პროცესის განხორციელების ზედამხედველობა; სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფის მიზნით პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
- კლიენტი-კომპანიების ფულადი სახსრების მართვა, ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლის ეფექტური პროცედურების შემუშავება
- ბიუჯეტირების სისტემის დანერგვა, ყოველწლიური/ყოველთვიური ბიუჯეტის მომზადება და ყოველთვიური გადახრების კონტროლი
- ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა/ბიზნეს მოდელის ხარჯთეფექტური ოპერაციების უზრუნველყოფა
- ფინანსური მონაცემების ანალიზი: ტენდენციების განსაზღვრა და გაუმჯობესების რეკომენდაციების გაკეთება
- ფინანსური უწყისების წარმოება
- პროექტების ფინანსური შესრულების შეფასება
- სამომავლო პროექტების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი
- ფინანსური პროგნოზირება
- ფინანსური აღრიცხვა IFRS შესაბამისად
- ფინანსური რეპორტების მომზადება, მათი ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსური მიმართულებით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ზუსტ მეცნიერებათა მიმართულებით
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (ACCA ან სხვა)
- ინგლისური ენის ცოდნა ბაზისურ დონეზე