ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და მათი ყოველდღიური პროცესების მართვა
- Field მენეჯერის მიერ მოძიებულ ობიექტებზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
- ლიდებზე მორგებული შეთავაზებების ხელშეკრულებებში გარდაქმნა
- მომხმარებლებთან პირადი და სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის სტანდარტების დაცვით
- კორპუსის მენეჯერებთან კომუნიკაციის წარმართვა და შეხვედრებში მონაწილეობა
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა და მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა
- სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
- შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა
- გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა პროგრამული აღრიცხვის ეფექტური მართვა
- CRM სისტემის გამოყენება კომპანიის პროცედურების შესაბამისად
- თვის, კვარტლისა და წლის გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
- გაყიდვების გუნდის წევრებისთვის ამოცანების დელეგირება და მათი შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
- ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და დაინტერესების გზების განსაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით
- სტანდარტული ტარიფების დაცვა და არასტანდარტულ შემთხვევებში შეთანხმების მიღწევა გაყიდვების ხელმძღვანელთან
- მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე კომპანიის სტანდარტების სრული დაცვა
აუცილებელი მოთხოვნები:
- 2+ წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
- გუნდის მართვის მცირე გამოცდილება