ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ოპერაციული მართვა და მომსახურების ხარისხი
    • ზედამხედველობს სასტუმროს ყველა საოპერაციო ფუნქციას
    • რეგულარულად ატარებს დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ბრიფინგებს.
    • უზრუნველყოფს სასტუმროს პოლიტიკების, პროცედურების და მომსახურების სტანდარტების შესრულებას.
    • მართავს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერირებას დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად და აკონტროლებს ყველა მიმართულების ეფექტურ მუშაობას.
    • განიხილავს მომსახურების პრობლემებს /სტუმრების საჩივრებს და უზრუნველყოფს კორექტიული ქმედებების დანერგვასა და კონტროლს.
    • ხელმძღვანელობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კაპიტალური პროექტები, რენოვაცია/განახლება, სტუმრის მომსახურების კრიტიკული შემთხვევები.
  • ფინანსები, ბიუჯეტირება და შედეგების მართვა
    • პასუხისმგებელია წლიური საოპერაციო ბიუჯეტის, კაპიტალური ხარჯების (CAPEX) ბიუჯეტის, მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმების წარდგენასა და შესრულებაზე.
    • უზრუნველყოფს სასტუმროს მიმდინარე მომგებიანობას, შემოსავლის ზრდას და სტუმრების კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
    • აანალიზებს ფინანსურ რეპორტებს (მათ შორის P&L) და შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიებს შედეგების გასაუმჯობესებლად.
    • ეცნობა სასტუმროს ყოველდღიურ ბიზნეს-რეპორტებს და მართავს მათ საფუძველზე საჭირო გადაწყვეტილებებს.
    • აანალიზებს ყველა დეპარტამენტის ყოველთვიურ ფინანსურ შედეგებს და ამზადებს გაუმჯობესების გეგმებს.
    • უზრუნველყოფს ნომრების შემოსავლის მაქსიმიზაციას ინოვაციური გაყიდვების პრაქტიკებისა და “revenue” მიდგომების დანერგვით.
    • ამზადებს მფლობელებისთვის ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშებს/რეპორტინგს.
  • სტრატეგია
    • უზრუნველყოფს სასტუმროს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების შესრულებას.
    • იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიისა და მენეჯმენტის ინტერესების გათვალისწინებით.
    • შეიმუშავებს ოპერაციული გაუმჯობესების და ხარჯების დაზოგვის გეგმებს (Efficiency & Cost Optimization).
  • შესყიდვები და რესურსების კონტროლი
    • აკონტროლებს ოპერირებისთვის აუცილებელი მარაგებისა და მოწყობილობების შესყიდვის პროცესს, შესაბამისობას ბიუჯეტთან და საჭიროებების მართვას
  •  ადამიანური რესურსები და ლიდერობა
    • უზრუნველყოფს გუნდის წევრების ეფექტურ ხელმძღვანელობას, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას და შესრულების კონტროლს.
    • იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს ძირითად/წამყვან პოზიციებზე კანდიდატების დაქირავებაზე.
    • პასუხისმგებელია დეპარტამენტის ხელმძღვანელების მუშაობის შედეგებზე და იცნობს სტუმრის ყველა მნიშვნელოვან პრეტენზიას/ესკალაციას.
  • აუდიტი, უსაფრთხოება და შესაბამისობა
    • მართავს აუდიტების შედეგად განსაზღვრული ქმედებების დაგეგმვას/შესრულებას და უზრუნველყოფს კონტროლს
    • უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების, ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციების და სხვა სამართლებრივი მოთხოვნების დაცვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმროს სფეროს ძლიერი პროფესიონალი, მაღალი ანალიტიკური და მენეჯერული კომპეტენციებით.
  • გამორჩეული მენეჯმენტის უნარებით და პრაქტიკული გამოცდილებით;
  • გამორჩეული ლიდერული უნარები, გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული გამოცდილება და შედეგზე ორიენტაცია.
  • უცხო ენები: აუცილებელია ინგლისური და რუსული; სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელია რელოკაცია და სასტუმროში ცხოვრება; სამუშაო გრაფიკი (5/2) მოიცავს შაბათ-კვირას მუშაობას.
  • გამოცდილება: მინიმუმ 5 წელი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე 180+ ნომრიან, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. რეზორტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართული ენის მცოდნე კანდიდატი, რომელიც მოღვაწეობს საზღვარგარეთ .