ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კონტენტ კამპანიების კონცეფციისა და იდეების შემუშავება;
- ბრენდის ტონისა და ნარატივის განსაზღვრა და მისი ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხში;
- კონტენტის წლიური და კვარტალური ხედვის ფორმირება ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად;
- კონტენტ კალენდრის შემუშავება და მართვა;
- სოციალური მედიის კონტენტის სტრუქტურირება პლატფორმების სპეციფიკის მიხედვით;
- სოციალური მედიის ტექსტებისა და პოსტების შექმნა;
- კამპანიების საკომუნიკაციო მესიჯების ფორმულირება;
- პროექტებისა და ღონისძიებების ნარატივის ჩამოყალიბება;
- ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, დიზაინერებთან და კონტენტ კრეატორებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- გარე სააგენტოებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია კონტენტ პროექტების ფარგლებში;
- ღონისძიებებისა და გადაღებების შემდეგ კონტენტის სწრაფი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
- გამოქვეყნებამდე საკომუნიკაციო მასალების საბოლოო ხარისხის კონტროლი;
- სოციალური მედიის პლატფორმების ფუნქციონალის ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში;
- კომპანიის ვებგვერდის პერიოდული აუდიტი და კონტენტის განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კონტენტ მენეჯმენტის, ბრენდ კომუნიკაციების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- ძლიერი წერითი და რედაქციული უნარები ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ქოფირაითინგის პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ტექსტის შექმნის უნარი;
- სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკისა და კონტენტის ფორმატების კარგი ცოდნა;
- კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (კონტენტ კალენდარი, კამპანიები, პროექტები);
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტი;
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად კონტროლის უნარი;
- გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.