ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის წარმართვა;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტირება;
  • კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის წარმოება და მართვა;
  • ბიუჯეტის, სატენდერო პროცედურების მართვა;
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
  • პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
  • პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მშენებლობის ინჟინერთან ერთად დეტალების განხილვა, დასაბუთება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა;
  • საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
  • შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
  • პროექტის მიღება – ჩაბარების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (სავალდებულოა);
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა);
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული, უფრო მეტად რუსული);
  • პროექტის მართვის ცოდნა და უნარი ;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი ;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • ლოგიკურ – ანალიტიკური აზროვნების უნარი ;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;