ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  •  ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  •  თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;
  •  ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
  •  დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი.
  •  სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე
  •  სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
  •  ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  •  აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის Excel-ის კარგად ცოდნა);
  •  სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიცირებული კურსი;