სამუშაოს აღწერა:
- ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და ხარჯების დარიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
- მოვალეთა და კრედიტორების ნაშთების შემოწმება და კონტროლი, 1410-3110 ანგარიშების დახურვის პროცესისთვის მომზადება პერიოდის ბოლოს;
- საერთაშორისო გადაზიდვების მოგზაურობის ანგარიშების შემოწმება და მათი დამუშავება ბუღალტრულ პროგრამაში ხარჯების მიხედვით;
- საწვავის ხარჯების ჩამოწერა და დარიცხვა;
- ძირითადი საშუალებების შექმნა და დარიცხვა;
- პერიოდის დახურვის პროცესში ჩართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
- 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტრად;
- საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამა „ორისის ბუღალტერია“-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.